ინგლისური ენის კლუბი "New Generation"

კლუბის წესდება

✒ წესდება 🏫 შპს „ ბესიკ ნიპარიშვილი“ მ/პ სკოლა-გიმნაზია 🇬🇧 ინგლისური ენის კლუბი New Generation 1. ზოგადი დებულება 1.1 სკოლა გიმნაზიის ინგლისური ენის კლუბი( შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია სკოლის პედაგოგი რ.ნიპარიშვილის მიერ მოსწავლეთა 1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს სკოლის ტერიტორიაზე. 1.3 კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო. 1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, კასპი სააკაძის 126 2. კლუბის მიზნები და ამოცანები: 2.1 ინგლისური ენის ცოდნის ხელშეწყობა; 2.2 აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება; 2.3 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორციელება; 2.4 ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური ღონისძიებების ორგანიზება; 2.5 კონკურსების, დისკუსიების ორგანიზება; 2.6 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება; 2.7 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3.კლუბში გაწევრიანება 3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია; 3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლა-გიმნაზიის VII_IX კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს; 3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (ანკეტის შევსებით) 3.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ, ინგლისური ენის პედაგოგთან შეთანხმებით; 3.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 3.6 კლუბის წევრებს ეკრძალებათ იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან შეთანხმების გარეშე; 3.7 კლუbი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან; 3.8 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს. 4. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების მიღება: 4.1 კლუბი შედგება წევრებისგან, რომელთა რაოდენობა არაუმეტეს 20 მოსწავლისაა; 4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, იგი კლუბის წევრებთან ერთად ინაწილებს უფლება მოვალეობებს; 4.3 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს კლუბის წესდება; 4.4 კლუბის ლიდერი აირჩევა 9 თვის ვადით; 4.5 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 4 ვადით; 4.6 კლუბს შეიძლება ჰქონდეს კლუბის შიგნით ორგანოები, თემატური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ თავის სფეროში და ანგარიშს წარუდგენენ კლუბის ლიდერს. საერთო კრებას აღნიშნულ ანგარიშს გააცნობს ლიდერი; 5. კლუბის მუშაობა 5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა; 5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4; 6. კლუბის რეოპრგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა 6.1 კლუბის რეორგანიზაცია ( შეერთება, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით; 6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით; 7. დასკვნითი დებულება 7.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.







No comments:

Post a Comment