ჩვენი სკოლა

შპს “ბესიკ ნიპარიშვილი” მრავალპრიფილიანმა სკოლა-გიმნაზიამ პირველი ლიცენზია აიღო და დაფუძნდა 1994 წლის 24 აგვისტოს. 1999 წლის 9 დეკემბერს სასწავლებელმა მიიღო მეორე ლიცენზია განათლების სამინისტროსგან საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ. სკოლა-გიმნაზიის დამფუძნებელია ბესიკ ნიპარიშვილი. სასწავლებლის დაარსებას დიდი დახმარება გაუწიეს ბატონებმა: გია ციხისთავმა (კასპის რაიონის მაშინდელი გამგებელი), იოსებ თავშავაძემ(კასპის რაიონის მაშინდელი გამგებლის პირველი მოადგილე) და ენგურ ქურციკიძემ(განათლების სამინისტროს მაშინდელი სკოლების სამმართველოს უფროსი). სკოლა-გიმნაზიამ საქმიანობა დაიწყო კასპის ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობაში 86 მოსწავლით. პირველ სასწავლო წელს მივიღეთ I,II,V,VI,VII და IX კლასების მოსწავლეები. აღნიშნულ შენობაში სკოლა 4 წელს მუშაობდა. მეხუთე სასწავლო წლიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით გიმნაზია განთავსებული იყო კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების ჭიდაობის სპორტსკოლის სასტუმროს სამსართულიან შენობაში.2014 წლის მეორე სემესტრიდან გიმნაზია მუშაობს საკუთარ შენობაში. სასწავლებელმა უკვე მოიპოვა მაღალი რეიტინგი რაიონსა და საგანმანათლებლო სივრცეში ქვეყნის მასშტაბით. სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში და წარმატებითაც, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიღებული გვაქვს პრემია - 4000 ლარი(2009 წლის ივნისში) და 3000 ლარი(2011 წლის მაისში). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2009 წელს XII კლასელმა ლია ჟორჟიკაშვილმა საქართველოს მასშტაბით I ადგილი დაიკავა ქიმიასა და ბიოლოგიაში, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა 2000 ლარი.2011 და 2013 წლებში გიმნაზიის იმდროინდელი მეათე კლასების მოსწავლეები: გიორგი ჩადუნელი და მარიამ გოჩიტაშვილი გამოძახებულ იქნენ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ კონკურსზე, რომლებმაც სათანადო კონკურენცია ვეღარ გაუწიეს ჩვენი ქვეყნის მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს. ბავშვები სერიოზულ შედეგებს აღწევენ ინგლისური ენის ცოდნის სხვადასხვა კონკურსებში. FLEX(ლიდერის) პროგრამით, 2009-2010 საწავლო წელს, XII კლასელი გიორგი ნონიაშვილი, 1 სასწავლო წლით, ამერიკული მხარის დაფინანსებით, სწავლობდა აშშ-ში. ამავე პროგრამით, ისევ ამერიკის დაფინანსებით 2011-2012 სასწავლო წელს აშშ-ში ისწავლეს გიმნაზიის XI კლასელებმა: ომარ ლომიაშვილმა და რევაზ ტყემალაძემ.2012-2013 სასწავლო წელს მეთორმეტე კლასელებმა:თინათინ ბახტაძემ,გიორგი ჩადუნელმა და ილია წიკლაურმა.2013-2014 სასწავლო წელს იგივე პროგრამით აშშ-ში სწავლობს მეთორმეტე კლასელი ნინო ლობჟანიძე. სასწავლებლის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად. 2009 - 2016 წლებში გვყავდა 1 ოქროსა და 9 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე. მათგან, უმაღლეს სასწავლებელში 9 ჩაირიცხა სახელმწიფო 100%-იანი დაფინანსებით და 1 კი - 70%-იანი დაფინანსებით. გიმნაზიას აქვს საკუთარი, თანამედროვე ტიპის ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია-ანატომიის ლაბორატორია, I-II კლასების მოსწავლეთათვის კლას-კაბინეტი, კომპიუტერული კლასი (15 ერთეული კომპიუტერით  ჩართული ინტერნეტ-ქსელში), 15 ცალი ნეტბუკი პირველკლასელთათვის, სასკოლო ფაბრიკიდან შეძენილი მოსწავლეთა მერხები და სკამები(ასაკობრივი შესაბამისობის მიხედვით), დაფები, კარადები, სამასწავლებლოსა და დირექტორის კაბინეტის მოწყობილობები და საკმაოდ ბევრი მასალა როგორც მოსწავლეთათვის, ისე პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის.გიმნაზიას აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა. გიმნაზიაში არის ადაბტირებული გარემო ინკლუზიური სწავლებისათვის. სასწავლებელს ამჟამად ჰყავს 15 სერტიფიცირებული მასწავლებელი.

No comments:

Post a Comment